კულტურის სამინისტრომ, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისთვის, კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსი – „კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია“ – გამოაცხადა.
კონკურსი „კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია“ წელს პირველად ჩატარდება, რისთვისაც 100 000 ლარია გამოყოფილი.
„კონკურსის მიზანია: კლასიკური მუსიკის მიმართ საზოგადოების დაინტერესება და ახალი აუდიტორიის მოზიდვა, რისთვისაც ტრადიციული საკონცერტო სივრცეების ნაცვლად, ალტერნატიული, განსხვავებული კონცეფციის სივრცეები იქნება შემოთავაზებული. ასევე, კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული აქტივობების (კონცერტი ალტერნატიულ სივრცეში, მასტერკლასი, სემინარი, კონფერენცია) მხარდაჭერა; შემოქმედებითი და საგანმანათლებლო პროცესების გააქტიურება; საქართველოს პროფესიონალ მუსიკოსთა, მუსიკოს-შემსრულებელთა, საშემსრულებლო ანსამბლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ახალგაზრდა თაობის პროფესიული მუსიკალური ხელოვნებით დაინტერესება და აუდიტორიის განვითარება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიულ პირებს, რომელთაც აქვთ პროფესიული მუსიკალური ხელოვნების სფეროში საქმიანობის გამოცდილება. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განცხადების წარმოდგენა; საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია მისი ქართულენოვანი თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმნილისა).
სამინისტროში საკონკურსოდ რეგისტრირებულ პროექტებს განიხილავს და შეაფასებს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია.
კონკურსში წარმოდგენილი საპროექტო/საკონკურსო განცხადებით გათვალისწინებული პროექტი/ღონისძიება უნდა დაიწყოს არაუადრეს 29 ივნისისა და დასრულდეს არაუგვიანეს 2023 წლის 15 ნოემბრისა.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2023 წლის 25 მაისიდან 2023 წლის 5 ივნისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4 ნაბეჭდი სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge -ელექტრონულად. კონსულტაციები შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის მეშვეობით ტელ. N: 032 2 022229; N: 599 79 10 18.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 19 ივნისისა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/UwqWxb67

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები