„ოშკის კედლები ირღვევა, გუმბათი კი ჩამოქცევის პირასაა“ – გოგა ჩანადირი

გოგა ჩანადირის სოციალურ ქსელში ისტორიულ ტაოში მდებარე ოშკის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძრის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მისი კედლები ირღვევა, გუმბათი კი ჩამოქცევის პირასაა.
„უმძიმეს მდვომარეობაშია ოშკი. კედლები ირღვევა, სახურავი ჩამოქცეულია, პერანგი მოშლილი აქვს, გუმბათი ჩამოქცევის პირასაა.
აღდგენას საშველი არ დაადგა.
ნეტავ, თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრებზე ერთხელ მაინც არ დაისვა ეს საკითხი?
ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?
ოშკი უნდა აღდგეს“! – წერს გოგა ჩანადირი.

გოგა ჩანადირი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები