სიბიგა – სიიარტოს: ნავთობთან დაკავშირებული საჩივრები მოსკოვში თქვენს მეგობრებს გაუგზავნეთ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უნგრელი კოლეგის, პიტერ სიიარტოს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც უკრაინა ნავთობსადენზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
სიიარტომ დღეს დილით განაცხადა, რომ უკრაინამ უნგრეთისკენ გამავალ ნავთობსადენს კვლავ დაარტყა, რამაც ქვეყანაში ნავთობის მიწოდების შეწყვეტა გამოიწვია.
როგორც სიბიგამ აღნიშნა, უნგრეთს წლების განმავლობაში ეუბნებოდნენ, რომ მოსკოვი არასანდო პარტნიორი იყო და ბუდაპეშტი, ამის მიუხედავად, რუსეთზე დამოკიდებულების შესანარჩუნებლად ყველა ღონეს ხმარობდა.
“პიტერ, ეს ომი რუსეთმა დაიწყო და არა უკრაინამ, რომელიც მის დასრულებაზე უარს ამბობს. ახლა თქვენ შეგიძლიათ თქვენი საჩივრები და მუქარა გაუგზავნოთ თქვენს მეგობრებს მოსკოვში”,- განაცხადა სიბიგამ.