სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება
17 აგვისტოს ზორტიყელის მთაში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ გაიმართება. ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიება, დაინთება კოცონი, მოეწყობა კვების სივრცეები, ფოტოზონები და სპეციალური ინსტალაციები.
14:00 -14:30 საათი – შუამთობის ოფიციალური გახსნა – უხუცესთა ანსამბლი „ღორჯომი“ – ცეკვა „განდაგანა“.
შემდეგ ღონისძიების ოფიციალური ნაწილში სიტყვით გამოსვლები იგეგმება.