ზელენსკი: ტრამპს აქვს ძალა, რომ რუსეთს მშვიდობა აიძულოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში, აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგთან მოლაპარაკებები გამართა.

მისი თქმით, დღეს ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან ძალიან სერიოზული შეხვედრა ექნება.

„რუსეთის მშვიდობისკენ იძულება მხოლოდ ძალის მეშვეობით შეიძლება და პრეზიდენტ ტრამპს ეს ძალა აქვს“, – ამბობს ზელენსკი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც კელოგს შეხვედრისთვის მადლობას უხდის.

მანვე დასძინა, რომ უკრაინა „მზადაა, მაქსიმალური ძალისხმევით გააგრძელოს მუშაობა ომის დასასრულებლად და საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

„ჩვენ ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობა მართლაც დამყარდეს. როდესაც ევროპაში ერთი ქვეყნისთვის მშვიდობაზეა საუბარი, ეს მთელი ევროპისთვის მშვიდობას ნიშნავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები