“ექვს თვეში ექვსი ომი დავასრულე” – ტრამპი
ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წერს, რომ ექვს თვეში ექვსი ომი დაასრულა და ზუსტად იცის, რასაც აკეთებს.
“ექვს თვეში ექვსი ომი დავასრულე, ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა ბირთვული კატასტროფა ყოფილიყო და მაინც მიწევს Wall Street Journal-ისა და სხვების წაკითხვა, მოსმენა და ბევრი სხვის, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ და მეუბნებიან, რას ვაკეთებ არასწორად რუსეთ-უკრაინის არეულობასთან დაკავშირებით, რომელიც მძინარე ჯო ბაიდენის ომია და არა ჩემი.
ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ და არ მჭირდება იმ ადამიანების რჩევა, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ ყველა კონფლიქტზე და ვერასდროს შეძლეს მათ შესაჩერებლად რამის გაკეთება. ისინი „სულელები“ არიან, საღი აზრის, ინტელექტის გარეშე“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.