ბრიტანეთის პირველმა ტრანსგენდერმა მოსამართლემ, უზენაესი სასამართლოს გენდერთან დაკავშირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა
დიდი ბრიტანეთის პირველმა ტრანსგენდერმა მოსამართლემ, ვიქტორია მაკკლაუდმა, უზენაესი სასამართლოს გენდერთან დაკავშირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ სააპელაციო საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტან,- ინფორმაციას, ბრიტანული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მაკკლაუდს წარმოადგენენ დიდი ბრიტანეთის პირველი ღიად არაბინარული ადვოკატი და დიდი ბრიტანეთის პირველი შავკანიანი ტრანსგენდერი ადვოკატი.
აპრილში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ტერმინები „ქალი“ და „სქესი“ თანასწორობის აქტში ბიოლოგიურ სქესს და არა შეძენილ გენდერს გულისხმობს.
ვიქტორია მაკკლაუდის ადვოკატებმა The Telegraph-ს განუცხადეს, რომ ის საქმის ხელახლა განხილვას ითხოვს, იმ მოტივით, რომ უზენაესმა სასამართლომ დაარღვია მე-6 მუხლით მინიჭებული უფლება სამართლიან განხილვაზე, ვინაიდან, უარი თქვა მოესმინა მისი და სხვა ტრანსგენდერი პირების ან ჯგუფების არგუმენტები.