ვაშინგტონში ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

ვაშინგტონში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული შეხვედრა უკრაინის საელჩოში მიმდინარეობს.

როგორც BBC-ი იუწყება, საელჩოში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკვე მივიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ევროპელ ლიდერებთან მოსამზადებელ შეხვედრას მართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები