გურული სიმღერების დიდოსტატი ტრისტან სიხარულიძე 88 წლის გახდა
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ტრისტან სიხარულიძეს დაბადების დღეს ულოცავს.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ქართული პოლიფონიის ნამდვილი ქურუმი და გურული სიმღერების დიდოსტატი, ტრისტან სიხარულიძე 88 წლის გახდა!
,,მრავალი თაობის აღმზრდელი და გურული სიმღერის უბადლო შემსრულებელი დღესაც აქტიურად აგრძელებს თავის საქმიანობას, ვულოცავთ დაბადების დღეს.
დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ ჩვენს ძვირფას ადამიანს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.