რა კავშირია ფსიქოპათიასა და კრიპტოვალუტას შორის

ფსიქოლოგებმა ჩაატარეს კვლევა იმ ადამიანებს შორის, ვინც კრიპტოვალუტაში ინვესტიციები ჩადო. გამოვიდა, რომ მათ შორის ფსიქოპათების პროცენტული მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე – ნებისმიერ სხვა ჯგუფში. მეცნიერთა აზრით, კრიპტოვალუტა იზიდავს სისასტიკისა და ფსიქიკური აშლილობისკენ მიდრეკილ ადამიანებს. მათ აქვთ გადახრები, რომლებიც შედის „ბნელ ტეტრადში“ – ყველაზე უსიამოვნო და საშიში დარღვევების სიაში.

მეცნიერებმა პოპულარულ სამეცნიერო გამოცემა Science Alert-თან ერთად ონლაინგამოკითხვა 566 ადამიანს შორის ჩაატარეს. მათ სთხოვეს, ეპასუხათ კრიპტოვალუტებსა და ინვესტიციებთან დაკავშირებული გეგმების რიგ კითხვებზე. გამოკითხულთა 26-მა პროცენტმა აღიარა, რომ ფლობს ტოკენებს, ხოლო 64 პროცენტმა თქვა, რომ დაინტერესებულია კრიპტოვალუტაში ინვესტიციით.

კვლევის მეორე ეტაპი იყო რესპონდენტთა ტესტირება „ბნელი ტეტრადიდან“ ფსიქიკური გადახრების არსებობაზე. იგი მოიცავს მაკიაველიზმს, ნარცისიზმს, სადიზმს და ფსიქოპათიას. დასკვნები გულდასაწყვეტი იყო – რესპონდენტთა უმეტესობას, ამა თუ იმ ხარისხით, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ნარცისიზმი

ეგოცენტრული პიროვნული თვისება, რომელიც აიძულებს მის მფლობელებს, სჯეროდეთ, რომ ისინი სხვა ადამიანებზე აღმატებულები არიან. ნარცისებს აქვთ ურყევი თავდაჯერებულობა, რაც მათ ძალიან სარისკო ინვესტიციებისკენ უბიძგებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნარცისებს აქვთ პოზიტიური აზროვნება და თითქმის ყოველთვის სჯერათ, რომ კრიპტოვალუტების წყალობით ისინი უკეთ იცხოვრებენ.

მაკიაველიზმი

ამ ფენომენს შუა საუკუნეების იტალიელი პოლიტიკური ფილოსოფოსის, ნიკოლო მაკიაველის სახელი ეწოდა. ასეთი ადამიანები მიდრეკილნი არიან მანიპულირებისა და მოტყუებისკენ, თავს არიდებენ თავგადასავლებსა და აზარტულ თამაშებს და ურჩევნიათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ, ამავე დროს, მაკიაველელებს სჯერათ შეთქმულების თეორიების, ხედავენ ფარულ მოტივებს პოლიტიკურ მოვლენებში და  დარწმუნებულნი არიან, რომ მთავრობები აკვირდებიან მოქალაქეებს და არიან ჩაძირული კორუფციაში. ამ ადამიანებისთვის კრიპტოვალუტები არის სისტემის ძალაუფლებისგან თავის დაღწევისა და ხელისუფლების კორუფციის გვერდის ავლის საშუალება.

ფსიქოპათია

ფსიქოპათები არიან იმპულსურები, უგულო და ხშირად ხდებიან ანტისოციალური პიროვნებები. მათ აქვთ ემოციებთან დაკავშირებული პრობლემები ემოციური ინტელექტის ნაკლებობისა და ელემენტარული თანაგრძნობის გამო. მაგრამ, ამის წყალობით, ისინი ძალიან მდგრადია სტრესისა და შფოთვის მიმართ. ეს  ფსიქოპათებს, მღელვარების მაძიებლებს გათვლილი რისკისკენ უბიძგებს. ფსიქოპათებს ხშირად უვითარდებათ აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება და ყიდულობენ კრიპტოვალუტებს იმის შიშით, რომ ვინმემ მათი მოგებით არ ისარგებლოს.

სადიზმი

სადისტები სიამოვნებას იღებენ სხვისი ტანჯვით. ისინი მიდრეკილნი არიან აგრესიისკენ, როგორც ფიზიკური, ასევე – ემოციური. ასეთი ადამიანების კრიპტოვალუტის შეძენის მოტივი უცნაური ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ სიმბოლური ტრანზაქციები პირდაპირ ზიანს არ აყენებს სხვებს, სადისტები ამოძრავებენ სხვის გამდიდრების ნებას. კვლევის შედეგად გამოვლენილმა საშუალო შედეგმა აჩვენა, რომ კრიპტოვალუტის მოყვარული არის იმპულსური ფსიქოპათი გაბერილი ეგოთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები