შალვა პაპუაშვილი – ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე: იმის გამო, რომ კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში მონაწილეობდა, მათ შორის, ცრუ განცხადებების გამო, გაუქმდა პრემიერ-მინისტრთან ეს შეხვედრა

გავრცელდა მთავრობის განცხადება, იმის გამო, რომ კანონსაწინააღმდეგო შეკრებაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, ცრუ განცხადებების გამო, გაუქმდა ეს შეხვედრა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რითაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გაუქმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო წესრიგზე დამყარებული უამრავი წესდება დაარღვია.

„რა უნდა გითხრათ, ამაზე საუბარიც კი არ ღირს. მან პირდაპირ, უხეშად დაარღვია მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობა. მართლა დაბალი ღობე ვგონივართ ამ ხალხს, ან სხვა კლასი ან ჯერ არ ვართ მათთვის მომზადებული იმისთვის, რომ ვეზიაროთ მათ მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს. ვართ ბანანის რესპუბლიკა და დავკმაყოფილდეთ იმით, რასაც ჩვენ მოგვიგდებენ. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაც გააკეთა, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ამასთან, ეს არის გაეროს წესდების დარღვევა, მასთან ერთად იყო ფინეთის ელჩიც, რომელიც არის ვენის კონვენციის დარღვევა. მაგრამ ეს ყველაფერი ამ ხალხს არ აინტერესებს, არანაირ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არ არსებობს ამ ხალხის თვალში, რასაც ესენი ხშირად საუბრობენ, ეს ყველაფერი არის ცარიელი სიტყვები, რომელსაც თავს ახვევენ სუსტებს და პატარებს, როდესაც საქმე მათ ეხებათ, იქ არის ძალის პრინციპი – მაქვს ძალა და ამ ძალით უნდა აღმართი ავხნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები