შალვა პაპუაშვილი: არის ჯგუფი, ძალები, რომლებსაც სურთ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობის უკან უცხოური ძალები იდგნენ.

როგორც მან „ღამის კურიერის“ აღნიშნა, არის გარკვეული ძალები, რომლებსაც სურთ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურება პრაღაში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას, სადაც მან 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და პრეზიდენტის სასახლის ღობეზე გააკეთა აქცენტი.

„ჩაუვარდათ დამხობის ნაწილში მისი [სალომე ზურაბიშვილის] გამოყენება, თუმცა დაიწყო გადაწყობა და პრაღაში მან თქვა ეს საძაგელი ტყუილი, ანუ, იმდენად ცუდები ვართო, რომ უნდა ყოფილიყო ათმაგი ღობე, დენი გადატარებული და დანაღმული… მე ვთქვი კიდეც ამის შემდეგ, რომ ამ საძაგელ ტყუილს ის თავისით კი არ ამბობს, მას ალაპარაკებენ იმისთვის, რომ შემდეგ მითითებით გამოიყენონ, რომ თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

რამდენიმე საათში გამოვიდა რასა იუკნევიჩიანე და მეორე ევროპარლამენტარი, რომლებმაც დაიწყეს ზუსტად იგივე ნარატივის გავრცელება. პირდაპირ ეთერში რამდენიმე ტელევიზია უყურებდა ამ ყველაფერს. კარგად დავინახეთ რაც ხდებოდა იქ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს პოსტ ფაქტუმ, რომ არის ჯგუფი, ძალები, რომლებსაც სურთ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები