გიორგი ვოლსკი – „ნაცმოძრაობაზე“: გაერთიანება, რომელიც ქადაგებს დაპირისპირებას, სისხლისღვრას, რევოლუციას ვერანაირად ვერ იქნება განხილული, როგორც პოლიტიკური გუნდი

გაერთიანება, რომელიც ქადაგებს დაპირისპირებას, სისხლისღვრას, რევოლუციას და დესტაბილიზაციას იგი ვერანაირად ვერ იქნება განხილული, როგორც პოლიტიკური გუნდი. სხვანაირად ვერანაირად ვერ იქნება დახასიათებული თუ არა შეთქმულთა გუნდი საქართველოს წინააღმდეგ. მათი ქმედებები, რომ არ შეზღუდო საქართველო მუდმივად უნდა იყოს იმ რყევაში, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ თავის სამოქმედო გეგმად ჩამოაყალიბა, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც მმართველი გუნდი მოამზადებს და რომელიც „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას ეხება.

მისი თქმით, კოლექტიური ნაცმოძრაობა წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ ძალას და ისინი როგორც პოლიტიკური ძალა ვერ იქნებიან განხილული.

„ოპოზიცია უკვე არ არსებობს მათი სახით, პრაქტიკულად გამოაცხადეს, რომ რევოლუციის სადავეები მათ ხელშია. პოლიტიკური გუნდისთვის, პოლიტიკური სუბიექტისთვის დამახასიათებელ ყველანაირ აქტივობაზე უარი თქვეს ფაქტობრივად. პარლამენტში საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობა ჰქონდათ და არ გამოიყენეს მანდატები ერთი მიზნით, რომ განავითარონ სისხლისღვრის სცენარი. სხვა მათ არანაირი ნიშანი არ გააჩნიათ ერთად ყოფნის. გაერთიანება, რომელიც ქადაგებს დაპირისპირებას, სისხლისღვრას, რევოლუციას და დესტაბილიზაციას იგი ვერანაირად ვერ იქნება განხილული, როგორც პოლიტიკური გუნდი. შინაარსი მათი საქმიანობისა ადრეც – 2012 წლამდე და მომავალშიც, როდესაც ბერკეტები არ გააჩნიათ უკავშირდება საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული.

სხვანაირად ვერანაირად ვერ იქნება დახასიათებული თუ არა შეთქმულთა გუნდი საქართველოს წინააღმდეგ. მათი ქმედებები, რომ არ შეზღუდო და რომ არ გაიყვანო ოფიციალურად, კანონის საფუძველზე პოლიტიკური ველიდან, გამოდის, რომ საქართველო მუდმივად უნდა იყოს იმ რყევაში, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ თავის სამოქმედო გეგმად ჩამოაყალიბა. სხვა გეგმა, იდეა პოლიტიკასთან დაკავშირებული არ გააჩნიათ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, შეუძლებელია, რომ ამ პარტიამ საქართველო მუდმივად ამყოფოს სტრესულ მდგომარეობაში.

„უკვე ანტიფას მსგავსი გუნდის სახით აპირებენ ჩამოყალიბებას. თუკი ადრე მალავდნენ თავის მონაწილეობას ამ პროცესში, ახლა გამოჩნდა, რომ ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ზურგზე არიან შემომხტრები და მათი და არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით ცდილობენ მზაკვრული გეგმა განახორციელონ. თუკი ტერორისტულ ორგანიზაციად ჩამოყალიბდებიან, რისგანაც არაა შორს მათი საქმიანობის არსი და პოლიტიკურ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით იტყვიან უარს, რასაკვირველია ეს არ განაპირობებს იმას, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მის მიმართ, მაგრამ საქმიანობას რასაც გპირდებიან და გემუქრებიან, რასაკვირველია ამას ჰქვია დანაშაულებრივი საქმიანობა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები