შალვა პაპუაშვილი – 4 ოქტომბრის მოვლენებზე: კოდური სიტყვა არის ნეპალი, რომელსაც თვითონაც იყენებდნენ, რომ აქ იქნება ნეპალი, ეს იყო სცენარი ქაოსის შექმნისა იმისთვის, რომ ყოფილიყო სისხლი, რათა ამას მოჰყოლოდა ემოციური რეაქცია და სპონტანური ქცევები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის მოვლენების უკან, რომლის გაცხადებული მიზანიც იყო ხელისუფლების დამხობა, იდგნენ უცხოური ძალები.

მისი თქმით, მათ სურდათ, რომ საქართველოში ნეპალის მოვლენები განმეორებულიყო.

„ეს არის ჩვეულებრივი საღი აზრი, რომელიც არის დაფუძნებული ფაქტებზე. ძალიან სწორად იყო მომზადებული და კოდური სიტყვა, თუ როგორ იყო მომზადებული – არის ნეპალი, რომელსაც თვითონაც იყენებდნენ, რომ აქ იქნება ნეპალი. რა იყო ნეპალი? – ნეპალი ეს იყო ქაოსური დამხობის პროცესი. ეს იყო ქაოსი, როგორც იტყვიან, დედა შვილს ხელში რომ არ აიყვანს, სადაც შემდეგ სისხლიც იღვრება, ამ სისხლს მოჰყვება შემდეგი აღშფოთება, ამ აღშფოთებას მოჰყვება შემდეგი სისხლი და ა.შ. ეს იყო სცენარი ქაოსის შექმნისა, იმისთვის, რომ ყოფილიყო სისხლი წარმოდგენილი, რათა ამას მოჰყოლოდა შემდგომ ემოციური რეაქცია საზოგადოების მხრიდან და სპონტანური ქცევები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები