სლოვაკეთში, როჟნავას რაიონში, ჩქაროსნული მატარებლის ავარია მოხდა.
მედიის ცნობით, დაახლოებით ასი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, ორი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულები არ არიან.
“ამჟამად, მიზეზებზე სპეკულირება არ მინდა, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, ეს სისტემური შეცდომა კი არა, ადამიანური შეცდომა იყო. როგორც ჩანს, ერთ-ერთმა მემანქანემ შეცდომა დაუშვა და, სავარაუდოდ, გზა არ დათმო, თუმცა ეს მხოლოდ საწყისი ვერსიაა”, – განაცხადა სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატუშ შუტაი ეშტოკმა.