ტრამპი აცხადებს, რომ ინდოეთი რუსული ნავთობის იმპორტს შეწყვეტს

President of the United States Donald Trump speaking at the 2025 Conservative Political Action Conference (CPAC) at the Gaylord National Resort & Convention Center in National Harbor, Maryland. Please attribute to Gage Skidmore

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ აუწყა, რომ რუსული ნავთობის იმპორტს შეაჩერებს.

„ის ჩემი მეგობარია, ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს… ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს – არა, ჩვენ არ ვიყავით კმაყოფილი მისი რუსეთიდან ნავთობის შეძენით, რადგან ამან რუსეთს საშუალება მისცა გაეგრძელებინა ეს სასაცილო ომი, სადაც მათ მილიონ-ნახევარი ადამიანი დაკარგეს.

არ ვიყავი კმაყოფილი, რომ ინდოეთი ნავთობს ყიდულობდა და მან დღეს დამარწმუნა, რომ ისინი რუსეთიდან ნავთობს აღარ შეიძენენ. ეს დიდი ნაბიჯია. ახლა ჩინეთიც უნდა დავარწმუნოთ, რომ იგივე გააკეთოს“, – თქვა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები