“ჰამასმა” ღაზის სექტორში შეიარაღებული მებრძოლებისა და პოლიციის განლაგება დაიწყო, რაც, სავარაუდოდ, ისრაელთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ განადგურებულ პალესტინის ტერიტორიაზე ხელისუფლების აღდგენის მცდელობას წარმოადგენს,- ამის შესახებ “გარდიანი” წერს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია ტერიტორიის სხვა ნაწილებში სროლისა და სიკვდილით დასჯის შესახებ.
როგორც “გარდიანი” წერს, “ჰამასი” ღაზის ნაწილებზე კონტროლის აღსადგენად მეტოქეების წინააღმდეგ იბრძვის.
მედიის ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ მებრძოლი ისლამისტური ორგანიზაცია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პარამეტრების ფარგლებში მოქმედებს.
პალესტინური მედიის ინფორმაციით, დღეს დილით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, ჯაბალიის აღმოსავლეთით, ძალადობრივი შეტაკებები გაგრძელდა.