რიჩარდ ნორლანდი NDI-ის კვლევებს გამოეხმაურა

საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ის NDI-ის კვლევების პოლიტიკურ ნაწილს არ იცნობს, თუმცა ამ კვლევებს დემოკრატიის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს.
“შედეგებს განსხვავებული ინტერპრეტაციები მოჰყვება და ეს ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ დებატებს. ჩემი აზრით, ზოგადად ამ კვლევებმა აჩვენა ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ასევე უკანასკნელი არჩევნების დადებითი შეფასება და ის, რომ ეკონომიკა და დასაქმება მთავარი ეროვნული პრიორიტეტია. არა მგონია, რომ ამ შედეგებით ვინმე გაკვირვებული დარჩეს”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები