ჰაკან ფიდანი: საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მჭიდროდ ვადევნებთ თვალს სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავთან დაკავშირებით
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ თურქეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ადევნებს თვალს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციას.
შესაბამისი განცხადება მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ მჭიდროდ ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ოპერაციას სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოვარდა აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებისას. ღმერთს ვთხოვ შენდობას ჩვენი მოწამეებისთვის და გამძლეობას მათი ოჯახებისა და ახლობლებისთვის. ნუგეში მიეცეს ჩვენს ერს“, – წერს ფიდანი სოციალურ ქსელ X-ზე.