ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად ემზადება
სამხედრო წვრთნები მიუთითებს, რომ ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად ემზადება, – ამის შესახებ ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯოზეფ ვუმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„შეხედეთ სამხედრო წვრთნებს და ასევე მათ რიტორიკას. როგორც ჩანს, ისინი ემზადებიან ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად. ტაივანის მთავრობა ჩინეთიდან მომავალ საფრთხეს მიუღებლად მიიჩნევს და ამას ვგმობთ“, – აღნიშნა ვუმ.
კითხვაზე, აქვს თუ არა ტაივანს ინფორმაცია ჩინეთიდან პოტენციური თავდასხმის სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით, ჯოზეფ ვუმ უპასუხა:
„ჩინეთის ლიდერები ორმაგად დაფიქრდებიან, სანამ ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გადაწყვეტენ. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს 2025, 2027 წელი თუ შემდეგი პერიოდი. ტაივანი, უბრალოდ, უნდა მოემზადოს“, – განაცხადა ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.