„დემოკრატი“ სენატორები მოსამართლე კლარენს თომასის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

„დემოკრატი“ სენატორები აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მიმართავენ, დაიწყოს გამოძიება მოსამართლე კლარენს თომასის მიმართ, რომელმაც არ გაამჟღავნა ინფორმაცია მილიარდერი „რესპუბლიკელი“ დონორის მიერ დაფინანსებული მდიდრული მოგზაურობების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სენატის სასამართლო კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრებმა განაცხადეს, რომ უზენაესი სასამართლოს ეთიკის შესახებ მოსმენას გამართავენ.

უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსისთვის მიწერილ წერილში სენატის მართლმსაჯულების კომიტეტის თავმჯდომარე დიკ დურბინი და კიდევ 10 დემოკრატი კონგრესმენი მოსამართლე კლარენს თომასის ქცევას ეთიკურ სტანდარტებთან „შეუსაბამოდ მიიჩნევენ, რომელიც ასევე ეწინააღმდეგება ამერიკელი ხალხის მოლოდინს საზოგადოების ნდობის მქონე პირისგან“.

„სასამართლო თუ არ მოაგვარებს ამ საკითხს თავად, კომიტეტი განიხილავს კანონმდებლობას მის მოსაგვარებლად“, – ნათქვამია წერილში.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ წლების განმავლობაში მოსამართლის ძვირად ღირებულ მოგზაურობებს „რესპუბლიკური“ პარტიის მსხვილი დონორი და უძრავი ქონების მაგნატი ჰარლან ქროუ აფინანსებდა, ხოლო მოსამართლის დეკლარაციაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები