მოლდოვაში “გეორგიევსკის ლენტის” აკრძალვა კონსტიტუციურად ცნეს
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ სამხედრო აგრესიის სიმბოლოების, კერძოდ, წმინდა გიორგის ლენტის გამოყენების აკრძალვა კონსტიტუციურად ცნო, თუ ისინი გამოიყენება სამხედრო აგრესიის ან ომის დანაშაულების გასამართლებლად ან განდიდებისათვის.
ამის შესახებ NewsMaker-ი წერს.
მოლდოვაში აგრესიის სიმბოლოები გასულ წელს აკრძალეს, თუმცა, გადაწყვეტილება სოციალისტების პარტიის დეპუტატებმა, ადრიან ლებედინსკიმ და გრიგორ ნოვაკმა, ასევე, იონ პინტეამ გაასაჩივრეს, რომელსაც ამ ლენტის გამოყენებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრა.