გიორგი ჩალაძე: მიხეილ სააკაშვილის საქმე უკვე სტრასბურგშია
“ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიორგი ჩალაძის განცხადებით, პატიმარი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმე სტრასბურგში უკვე გააგზავნეს.
ჩალაძე დეტალებზე არ საუბრობს.
“მესამე პრეზიდენტის საქმე უკვე სტრასბურგშია, დეტალებზე საუბარს მოვერიდები, ანუ რა მოთხოვნებზეა საუბარი და ა.შ. იურიდიული სტრატეგიიდან გამომდინარე. ჩვენ არ ვიტყვით, რა არის და რა ფორმით არის საჩივარი და ასევე არ ვიტყვით, არის თუ არა 39-ე მუხლის შესახებ საუბარი ამ საჩივარში. მე დაგიდასტურებთ, რომ პრეზიდენტის გადასარჩენად არის სხვა ღონისძიებებიც დაგეგმილი”, – აცხადებს ჩალაძე.