12 მაისიდან ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზაზე მოძრაობა აღდგება
12 მაისიდან ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზაზე მოძრაობა აღდგება, – ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის კმ1-კმ6 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2026 წლის 3 მაისიდან, კმ0+800-ზე მარცხენა მხარეს არსებული ჩამსვლელი პანდუსი დროებით ჩაკეტილი იყო.
ინტენსიური სამუშაოების შედეგად, შესაძლებელი გახდა პანდუსის გახსნა დაგეგმილ ვადაზე ადრე. აღნიშნულ მიმართულებაზე საავტომობილო მოძრაობა 12 მაისიდან აღდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.