პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ნულის ტოლია

რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში პროგრესი ჯერ არ არის, ის ნულის ტოლფასია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არანაირი პროგრესი არ შეინიშნება; ისინი ნულის ტოლია“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

როგორც მან აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, ნაბიჯები უნდა გადადგას.

„ისინი ამ ნაბიჯებს ჯერ არ დგამენ“, – დასძინა კრემლის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები