მიხეილ სარჯველაძემ თენგიზ ასათიანს 80 წლის იუბილე მიულოცა

მიხეილ სარჯველაძემ პროფესორ თენგიზ ასათიანს 80 წლის იუბილე მიულოცა და მადლობის სიგელი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  პროფესორი თენგიზ ასათიანი ქართული მედიცინის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში ემსახურებოდა მეან-გინეკოლოგიის განვითარებას და ახალგაზრდა ექიმების აღზრდას. იგი არის საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის სამეფო კოლეჯის წევრი.

„მინისტრმა იუბილარს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და პროფესიულ საქმიანობაში  წარმატებები უსურვა.

მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, შეხვედრას მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე და თსსუ-ს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი ზაზა ბოხუა ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები