რატი იონათამიშვილი: დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრებმა თვალნათლივ დაანახა საზოგადოებას, სინამდვილეში როგორი კრიზისია რადიკალურ ოპოზიციაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრებმა საზოგადოებას დაანახა, სინამდვილეში როგორი კრიზისია ოპოზიციაში.

მისივე თქმით, ოპოზიციაში დღის წესრიგი არ გააჩნიათ.

“დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრებმა თვალნათლივ დაანახა საზოგადოებას, სინამდვილეში როგორი კრიზისია რადიკალურ ოპოზიციაში, რომ ეს ადამიანები ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებულები არიან. ცხადია, ეს ისედაც ხელოვნურად შემოტანილი საკითხი იყო, რომელსაც არანაირი საფუძველი არ ჰქონდა და მიზნად ისახავდა ერთადერთს, რომ ეს ადამიანები, ვისაც საკუთარი დღის წესრიგი არ გააჩნიათ, ეპოტინებიან რაღაც საკითხებს, რომ იქნებ რამენაირად სასაუბრო დრო ჰქონდეთ ეთერებში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები