რუსეთში მამაკაცებს, რომლებიც სამხედრო უწყისს მიიღებენ, ქვეყნიდან გასვლა აეკრძალებათ

რუსეთის დუმა დღეს წვევამდელთა ერთიანი რეესტრის შესახებ კანონპროექტს განიხილავს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს წვევამდელებისთვის ელექტრონული უწყისის გაგზავნას და ქვეყნის გასვლის დაუსწრებლად აკრძალვას.

დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ „მოქალაქეებს, რომლებიც გაწვევას ექვემდებარებიან და რომლებმაც სამხედრო კომისარიატიდან უწყისს მიიღებენ, რუსეთის ფედერაციის დატოვება აეკრძალებათ იმ დღიდან, როდესაც, ფედერალური კანონის შესაბამისად, ასეთი გამოძახება ჩაბარებულად ჩაითვლება”.

კანონპროექტში შესატანი ცვლილების კომენტირებისას კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ უწყისი მობილიზაციას არ ეხება, არამედ ის სამხედრო აღრიცხვის ნაწილია.

მისი თქმით, მობილიზაციის ახალი ტალღა არ იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები