ქადაგიშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: მათი სურვილია, ქვეყანაში ვითარება ააყირაონ, ამის რესურსს ქვეყნის შიგნით ვერ ხედავენ და საგარეო ფაქტორს იყენებენ

9 აპრილის აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩრდილოვანმა მმართველობამ არა მხოლოდ ამომრჩევლის დონეზე, არამედ პარტიის აქტივის დონეზე მოახდინა პარტიის გახლეჩა, – აცხადებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ ვითარებაზე საუბრისას.

როგორც ქადაგიშვილმა “საზოგადოებრივ მაუწყებელს” განუცხადა, „ნაცმოძრაობის“ სურვილი ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციაა.

„ნაცმოძრაობაში” არჩეული თავმჯდომარე მელია გადააყენეს და ხაბეიშვილი მოიყვანეს. ამის შედეგები სახეზეა. მათმა 9 აპრილის აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩრდილოვანმა მმართველობამ არა მხოლოდ ამომრჩევლის დონეზე, არამედ პარტიის აქტივის დონეზე მოახდინა პარტიის გახლეჩა და აქციაზე პარტიის აქტივიც კი ვერ შეკრიბეს მიუხედავად იმისა, რომ კვირები გეგმავდნენ. ოპოზიციას უნდა, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს და ეს ახალი ვნებათაღელვის მიზეზი გახდეს, მაგრამ ამ ტაქტიკაშიც არ არიან ერთიანები. მათი სურვილია, ქვეყანაში ვითარება ააყირაონ, ამის რესურსს ქვეყნის შიგნით ვერ ხედავენ და საგარეო ფაქტორს იყენებენ“, – ამბობს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები