მედია: ბელგოროდის აეროპორტი დრონით დაიბომბა
რუსეთის ქალაქ ბელგოროდის აეროპორტის ტერიტორიაზე დრონი ჩამოვარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია “რია ნოვოსტის” ექსტრემალურ სამსახურში დაუდასტურეს.
მანამდე შესაბამისი ინფორმაცია ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს.
არსებულ ცნობით, დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობის მატარებელი დრონი აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. მომხდარის შედეგად, დაზიანდა ღობე და სიგნალიზაციის ხაზი.
წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.