Eurocontrol: უკრაინის თავზე ფრენების აკრძალვა ძალაში 2029 წლამდე იქნება

საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია (Eurocontrol) ვარაუდობს, რომ უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის და მოლდოვის თავზე სამოქალაქო ფრენების აკრძალვა 2029 წლამდე იქნება შენარჩუნებული.

ამის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც მომდევნო 7 წელზე გაკეთდა.

აღნიშნულია, რომ საავიაციო ინდუსტრია პანდემიის შემდგომ აღდგენის სტადიაშია, მაგრამ ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ამ პროცესს ანელებს – არის რუსეთის შეჭრა უკრაინაში; შიდა ფრენების შეზღუდვა გარემოსდაცვითი მიზეზების გამო; აეროპორტებში პერსონალის ნაკლებობა და მასთან დაკავშირებული გაფიცვები.

„უკრაინის, რუსეთის, ბელარუსის და მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეზღუდვები ძალაში, საპროგნოზო ჰორიზონტის ბოლომდე იქნება (2029 წელი)“, – ნათქვამია დოკუმენტში.

უკრაინამ საჰაერო სივრცე მთლიანად 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ დახურა. ამის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მა საკუთარი საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის დახურეს. მოგვიანებით რუსეთმა საპასუხო ზომები მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები