ესპანეთში ოთხდღიანი სამუშაო კვირის სატესტო რეჟიმი ამოქმედდა

ესპანეთის ქალაქ ვალენსიის ხელმძღვანელობამ ოთხდღიანი სამუშაო კვირის სატესტო რეჟიმი აამოქმედა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ ვალენსია მსოფლიოში პირველი ქალაქი იქნება, რომელიც ასეთ ექსპერიმენტს ჩაატარებს და ის 7 მაისამდე გაგრძელდება.

საპილოტე პერიოდში მოხდება იმის ანალიზი, თუ როგორ მოქმედებს შემცირებული სამუშაო კვირა ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობა და ჯანმრთელობა, გარემო და ეკონომიკა, განსაკუთრებით ვაჭრობის, სტუმართმოყვარეობისა და დასვენების სფეროებში.

შედეგები, სავარაუდოდ ივლისში იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები