კენტუკის შტატში, ერთ-ერთ ბანკში სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა

კენტუკის შტატში, ლუისვილის ცენტრში მდებარე ბანკში სროლის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, სროლის შედეგად დაშავდა ექვსი ადამიანი, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელი მამაკაცი გარდაცვლილია, თუმცა უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები