უკრაინულმა ძალებმა ქვეყნის საზღვართან ორი რუსული დრონი ჩამოაგდეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ორი რუსული დრონი გაანადგურეს.
ამის შესახებ უკრაინის ჩრდილოეთ ოპერატიულმა სარდლობამ Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
„10 აპრილს სივერშჩინას თავდაცვის ძალების ნაწილებმა ჩამოაგდეს ორი უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, Orlan-10. ერთი ჩერნიგოვის ოლქის სასაზღვრო ზონაში, ხოლო მეორე სუმის ოლქში“, – ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, 10 აპრილს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ავდიივკას სექტორში რუსული საბრძოლო ვერტმფრენი Mi-24 გაანადგურეს.