“კრემლის ვირთხამ თავისი დრო ამოწურა” – დანილოვი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავისი ვადა ამოწურა.
“რისთვისაც ის 20 წლის განმავლობაში ემზადებოდა, თავიდანვე ჩავარდა, არც ერთ წელიწადში, არც ორში, ან სამში ვერ გამოსწორდება. მან შეცდომა დაუშვა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში – როდესაც უკრაინაზე თავდასხმა გადაწყვიტა, რის შემდეგაც გადავიდა მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანის რიცხვიდან ჰააგის ტრიბუნალის ეჭვმიტანილის სტატუსში გადავიდა“, – თქვა დანილოვმა.
მისივე თქმით, “დრო მუშაობს მათთვის, ვინც იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, ხელმძღვანელობს ღირებულებებით, აქტიურად მოქმედებს, არ ეშინია და არ იხევს უკან. კრემლის ვირთხა, რომელიც არ შემოიფარგლება საარჩევნო პროცედურების დროით, იმედოვნებს, რომ იჯდება ბუნკერში და დაელოდება, როდის “დაიღლება დასავლეთი უკრაინით”, როდის დაეხმარება ჩინეთი, როდის აირჩევენ ახალ პრეზიდენტს შეერთებულ შტატებში ან როდის დაიწყება “შიმშილის ბუნტი” უკრაინაში”. პუტინმა თავისი ვადა ამოწურა”.