დიმიტრი გვრიტიშვილი: ირაკლი შენგელიას ნებისმიერ დახმარებას, ინტელექტუალურს თუ სხვას აღმოვუჩენ, რათა მან თავისი უფლებები აშშ-ის სასამართლოში დაიცვას

„რა რანგის თანამდებობის პირიც უნდა იყოს აშშ-ში ადამიანი, მისი საქმიანობა, როგორც საჯარო თანამდებობის პირის საქმიანობა, სასამართლოს კონტროლს ექვემდებარება. ირაკლი შენგელიამ დააანონსა, რომ ის გამოიყენებს ამ კანონით მისთვის მინიჭებულ შესაძლებლობას და სადავოდ გახდის აშშ-ის შესაბამის სასამართლო უწყებაში გადაწყვეტილების კანონიერებას და დასაბუთებულობას”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

გვრიტიშვილის თქმით, ის მზადაა, შენგელიას დაეხმაროს, რათა მან თავისი უფლებები აშშ-ის სასამართლოში დაიცვას.

“რაზე გვწყდება იცით გული? – ქვეყნის მეგობრის და პარტნიორის სტატუსით არის ეს სახელმწიფო ჩვენთან ურთიერთობაში და დავინახეთ მოპყრობა ისეთი, როგორც ინდიელთა რეზერვაციისადმი. დაახლოებით ასეთი მოპყრობა განვიცადეთ საკუთარ თავზე, ქართულმა სახელმწიფომ და სასამართლომ. თუ რაიმე დახმარება შემეძლება ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში, ირაკლი შენგელიას ნებისმიერ დახმარებას, ინტელექტუალურს თუ სხვას აღმოვუჩენ, რათა მან თავისი უფლებები აშშ-ის სასამართლოში დაიცვას. მან თქვა, რომ სიმართლე არ დაიკარგება და მეც ამის მჯერა“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლე ირაკლი შენგელია სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები