ფრიდონ ინჯია: ვითხოვთ 2008 წლის აგვისტოს ომის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას

ჩვენ ვითხოვთ 2008 წლის აგვისტოს ომის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას,- ამის შესახებ “ევროპელი სოციალისტების” ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

“სააკაშვილმა ბრძანა, თუ როგორი თანამედროვე სახელმწიფო ააშენა 2012 წლამდე, მაგრამ ამაში ავიწყდება როგორი იყო ეს სახელმწიფო, როგორ ხდებოდა ადამიანების წამება. აწამებდნენ ადამიანებს უფრო სასტიკად, ვიდრე ამას აკეთებდა ფაშისტური გერმანია. სწორედ ასეთი იყო თანამედროვე, ფსევდო ამერიკულ-ევროპული სახელმწიფო. შედეგად რაც მივიღეთ და რაც დაგვიტოვა კარგად ჩანს. 2008 წელს ასე ცეკვა-ცეკვით დააკარგვინა საქართველოს მიწები. ჩვენ ვითხოვთ 2008 წლის აგვისტოს ომის ფაქტების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას,” – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები