გელა ნიკოლაიშვილი – გვარამიაზე: როდესაც 6 მილიონს მივიღებ, იმ 6 მილიონიდან წილს გავუყოფ მოსამართლეს – ეს ქრთამის შეთავაზებაა
“როდესაც 6 მლნ-ს მივიღებ, იმ 6 მლნ-დან წილს გავუყოფ მოსამართლეს, პრაქტიკულად ეს ქრთამის შეთავაზებაა, არა კონკრეტული პიროვნების, მაგრამ რომელიღაც მოსამართლის მიმართ”, – ამის შესახებ ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა ფარულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ნიკა გვარამიასა და საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის საუბარს ასახავს.
მისივე თქმით, ის, რომ რეაგირება ამ კონკრეტულ შემთხვევაში აშშ-ის საელჩოს მხრიდან ნული იყო, ბევრ ეჭვს იწვევს.
„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სასამართლო სისტემა რეალურად ჯიბეში ჰქონდა ჩასმული ერთ პიროვნებას, არათუ უწყებას. ეს იყო ზურაბ ადეიშვილი და მას ამის კარტბლანში ჰქონდა მიცემული. ეს საყოველთაოდ ცნობილი იყო და, მათ შორის, ამერიკის საელჩოსთვის. ასეთ ოდიოზურ ფიგურას ჰქონდა ეს ყველაფერი ხელში ჩაგდებული და მის მიმართ არათუ რაიმე სანქცია ყოფილა, დღეს მას მფარველობენ.
როდესაც 6 მლნ მივიღებ, იმ 6 მლნ-დან წილს გავუყოფ მოსამართლეს, პრაქტიკულად ეს ქრთამის შეთავაზებაა, არა კონკრეტული პიროვნების, მაგრამ რომელიღაც მოსამართლის მიმართ. ის, რომ რეაგირება ამ კონკრეტულ შემთხვევაში აშშ-ის საელჩოს მხრიდან ნული იყო, ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ეჭვს იწვევს“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.