თურქეთში, მეჩეთთან სროლა მოხდა – არიან დაშავებულები
თურქეთის ქალაქ ჩორუმში მეჩეთის გასასვლელთან სროლა მოხდა. მომხდარის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ TRT Haber იტყობინება.
აღნიშნულია, რომ ცეცხლი ახლომდებარე სოფლის მაცხოვრებელმა, 30 წლის მამაკაცმა სანადირო თოფიდან გახსნა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.
მსროლელი ჯერ დაკავებული არ არის.
დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.