პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები – სეული უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე აშშ-ის მოთხოვნას განიხილავს

Ukrainian servicemen fire a military vehicle with anti-aircraft cannon, as Russia's attack on Ukraine continues, near the front line city of Bakhmut, Ukraine April 7, 2023. REUTERS/Oleksandr Klymenko

უკრაინის ომის გარშემო არსებული ვითარების პენტაგონის გასაიდუმლოებული დოკუმენტების გაჟონვის შედეგად ირკვევა, რომ სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე აშშ-ის მოთხოვნას განიხილავენ.

ამის შესახებ CNN წერს.

CNN-ის მიერ შესწავლილი ერთ-ერთი დოკუმენტი დეტალურად აღწერს სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების ორ მაღალჩინოსანს შორის საუბარს იმის შესახებ, რომ ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭო საბრძოლო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით, აშშ-ის მოთხოვნაზეა შეშფოთებული.

ოფიციალური პირები შიშობენ, რომ საბრძოლო მასალის გაგზავნა, სამხრეთ კორეის პოლიტიკას დაარღვევს, რომელიც ომში მყოფი ქვეყნებისთვის სასიკვდილო იარაღის მიწოდება კრძალავს. დოკუმენტის მიხედვით, ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა ამ პოლიტიკის გვერდის ავლის საშუალებად პოლონეთისთვის იარაღის მიყიდვა დაასახელა.

CNN წერს, რომ დოკუმენტმა სეულში დისკუსია უკვე გამოიწვია. 9 აპრილს კი ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ გაჟონვასთან დაკავშირებით “აშშ-სთან საჭირო კომუნიკაციას დაამყარებენ”.

ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ „განიხილავენ სხვა ქვეყნების პრეცედენტებსა და შემთხვევებს და შესაბამისი რეაგირება ექნებათ“.

ადმინისტრაციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ომში მყოფი ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვის სამხრეთ კორეის პოლიტიკა ძალაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები