ირანი ისლამურ ქვეყნებს ისრაელის წინააღმდეგ “ერთიანი ფრონტის” შექმნისკენ მოუწოდებს

ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ სირიელ კოლეგა ბაშარ ალ-ასადთან და ალჟირის პრეზიდენტ, აბდელმაჯიდ ტებუნთან სატელეფონო საუბრის დროს ისლამურ ქვეყნებს ისრაელის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ირანული მედიის ცნობით, საუბრისას რაისიმ ხაზი გაუსვა „სიონისტური რეჟიმის წინააღმდეგ ისლამური ქვეყნების ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების აუცილებლობას“.

აღნიშნულია, რომ ტებუნი წინადადებას დათანხმდა და აღნიშნა, რომ „პალესტინის ჩაგრული ხალხი რამადანის თვეში სიონისტური რეჟიმის სისასტიკით იტანჯება“. ალჟირის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი, ისლამურ ქვეყნებთან თანამშრომლობით, „​სიონისტების უღელისგან პალესტინელ ხალხს გაათავისუფლებს“.

სირიის პრეზიდენტთან საუბარში რაისიმ აღნიშნა, რომ „სიონისტური რეჟიმის დანაშაულები მისი სისუსტისა და სასოწარკვეთის ნიშანია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები