“უკრაინა ნატოსკენ მიმავალ გზაზე უკომპრომისო იქნება” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ დათანხმდება ალტერნატიულ წინადადებებს, რომლებმაც შესაძლოა, ნატოში გაწევრიანება ჩაანაცვლონ.
ამის შესახებ მან ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არ წავა კომპრომისებზე, რომლის შეთავაზებას ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს.
“მინდა, ვუთხრა და გადავცე ჩვენს ყველა პარტნიორს, რომლებიც გამუდმებით ეძებენ კომპრომისებს უკრაინისთვის ნატოსკენ მიმავალ გზაზე, რომ ამ საკითხში უკრაინა უკომპრომისო იქნება. მადლობელი ვარ, რომ ამ გზაზე ჩვენთან ერთად პოლონეთია”, – განაცხადა მან.
თავის მხრივ, ანჯეი დუდამ გამოთქვა იმედი, რომ ზაფხულში, ვილნიუსის სამიტზე უკრაინას უსაფრთხოების დამატებითი გარანტიებს მისცემენ.