მეცნიერებმა გიგანტური პლანეტა აღმოაჩინეს, რომლის ცაში ორი მზე ანათებს და ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს
მეცნიერებმა პლანეტა აღმოაჩინეს, რომლის მასა იუპიტერის მასას 20-ჯერ აღემატება და აქვს ისეთი ტემპერატურა, რომელსაც ალუმინის სწრაფად გადნობა შეუძლია, ის გარს უვლის არა ერთ, არამედ ორ ვარსკვლავს და ამისთვის მას 10 000 წელი სჭირდება.
გარდა ამისა, პლანეტაზე მუდმივად მძვინვარებს ქვიშის ქარიშხალი.
აღნიშნულ ობიექტს, რომლის სახელწოდებაა VHS 1256 b-ს, ასტრონომები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ მის ატმოსფეროში სილიკატური მარცვლების ღრუბლები ცირკულირებს.
VHS 1256 b გარკვეულწილად იდუმალია.
მისი მასა გიგანტური პლანეტებისა და ყავისფერი ჯუჯების ზღვარზეა. ყავისფერ ჯუჯებს არშემდგარ ვარსკვლავებს უწოდებენ, რომლებსაც წყალბადის სინთეზის დასაწყებად საკმარისი მასა არ აქვთ და მის ნაცვლად, ბირთვში ასინთეზირებენ წყალბადის უფრო მძიმე იზოტოპს, დეიტერიუმს, რომლის სინთეზს უფრო ნაკლები ტემპერატურა და წნევა სჭირდება, ვიდრე წყალბადისას.
მიჩნეულია, რომ ობიექტთა ეს ორი ტიპი სხვადასხვანაირად წარმოიქმნება. ყავისფერი ჯუჯები ვარსკვლავთა მსგავსად იბადებიან – გაზისა და მტვრის ღრუბელში მატერიის კვანძების კოლაფსით, რის შემდეგაც მიმდებარე ღრუბლიდან უფრო მეტ მატერიას ისრუტავენ და იზრდებიან. დეიტერიუმის სინთეზი ვარსკვლავის ზრდაში შუალედური ეტაპია, მაგრამ ზოგიერთი ვარსკვლავები – ყავისფერი ჯუჯები – ამ წერტილზე ზრდას წყვეტენ და რჩებიან ისეთებად, როგორებიც მაშინ არიან.
მეორე მხრივ, პლანეტები „ქვემოდან ზემოთ“ იბადებიან, ვარსკვლავის დაბადების შემდეგ დარჩენილი მატერიისგან, რომელიც ჯგუფდება და ბოლოს, პლანეტის სახეს იღებს. ძირითადად, ეს მატერია ვარსკვლავთან საკმაოდ ახლოს არის. პლანეტა VHS 1256 თავისი ორი ვარსკვლავის გარშემო საკმაოდ შორი მანძილიდან მოძრაობს, რომ ის ღრუბლის კოლაფსის შედეგად გაჩნდა, მაგრამ ეს ამბავი ბოლომდე დამტკიცებული არ არის.
თეორიულად, პლანეტების წარმოქმნა შესაძლებელია ღრუბლის კოლაფსის მოდელითაც; ამ გზით დაბადებული ობიექტის მინიმალური მასა არის იუპიტერის მასა. შესაბამისად, გამყოფი ხაზი პლანეტასა და ყავისფერ ჯუჯას შორის, არის დეიტერიუმის წვის ზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ VHS 1256 b-ის ზუსტი ბუნება უცნობია.