“ჩინეთი არ უჭერს მხარს რუსეთის “სპეციალურ ოპერაციას” – ევროკავშირში ჩინეთის ელჩი
ევროკავშირში ჩინეთის ელჩის, ფუ ცუნის თქმით, საუბრები მოსკოვსა და პეკინს შორის “უსაზღვრო მეგობრობის შესახებ” მხოლოდ რიტორიკაა.
ამის შესახებ დიპლომატმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და ევროკავშირის ხელმძღვანელთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბარში თქვა, -,წერს The New York Times.
ჩინელმა ელჩმა ასევე თქვა, რომ პეკინი არ უჭერს მხარს „სპეცოპერაციას“, არ ცნობს ყირიმს რუსეთის ნაწილად, ისევე როგორც ტერიტორიებს, რომლებიც ე.წ. რეფერენდუმის შედეგად გასულ წელს რუსეთმა მიიერთა, ასევე არ უწევს სამხედრო მხარდაჭერას მოსკოვს.
ფუ ცუნმა დასძინა, რომ პეკინმა არ დაგმო „სპეციალური ოპერაცია“, რადგან ესმის ნატოს მიმართ რუსეთის ბრალდებების და ჩინეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ “ოპერაციის” „ნამდვილი მიზეზები“ უფრო მძიმეა, ვიდრე ამაზე დასავლელი ლიდერები საუბრობენ.