ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორზე საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
აღნიშნულია, რომ ისრაელმა “ჰამასის” ორი სასწავლო ბანაკი გაანადგურა, მათგან ერთი – ღაზას სექტორში, მეორე – ლტოლვილთა ბანაკში.
ბანაკების დაბომბვა მას შემდეგ მოხდა, რაც გვიან ღამით “ჰამასმა” ისრაელის მიმართულებით 9 რაკეტა გაუშვა, მათი ნაწილის მოგერიება მოხერხდა, ხოლო ნაწილი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ამ მოვლენებს წინ ალ-აქსას მეჩეთთან შეტაკებები უძღოდა, რომლის შედეგად 400-მდე პირია დაკავებული.