ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა.

ინფორმაციას მისი სპიკერი, სერგეი ნიკიფოროვი ადასტურებს.

პოლონეთში ზელენსკის და უკრაინის პირველი ლედის ჩასვლა ომის დაწყებიდან პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველი პირის ვიზიტია, რომელიც წინასწარ იყო გამოცხადებული.

პოლონეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ანჯეი დუდასა და მისი მეუღლის მიერ სტუმრების ოფიციალური მისალმების შემდეგ, ლიდერები მოლაპარაკებებს პრეზიდენტის სასახლეში გამართავენ, რის შემდეგაც დელეგაციების შეხვედრა გაიმართება.

პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა თქვა, რომ მოლაპარაკებები მოიცავს “პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობების მთელ სპექტრს, დაწყებული უსაფრთხოების პოლიტიკით”. მისი თქმით, იგეგმება ისტორიული საკითხების წამოჭრაც.

ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დუდას და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

დუდას აპარატში დარწმუნებული არიან, რომ ყველა შესაბამისი სამსახური სათანადოდ არის მომზადებული ასეთი ვიზიტის ორგანიზებისთვის, რათა ის უსაფრთხოდ უნდა ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები