„პრეზიდენტის ყურადღების ცენტრში არ არის“ – თეთრი სახლი ტრამპის საქმეზე

თეთრმა სახლმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფორმალურ დაკავებასა და მისთვის წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ეს მიმდინარე საქმეა და ჩვენ კომენტარს არ გავაკეთებთ. პრეზიდენტი აპირებს ყურადღება გაამახვილოს ამერიკელ ხალხზე, როგორც ამას აკეთებს ყოველდღე. ეს არ არის მისი ყურადღების ცენტრში“, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის სასამართლო დარბაზი ცოტა ხნის წინ დატოვა და ფლორიდაში გაემგზავრა. მას ბრალი 34 მუხლით წარედგინა, მათ შორის ბიზნესდოკუმენტაციის ფალსიფიცირებისთვის, თუმცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დანაშაულს არ აღიარებს.

დონალდ ტრამპის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 4 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები