მოსამართლემ ტრამპი გააფრთხილა, რომ სოციალურ მედიაში ძალადობის წამახალისებელი პოსტებისგან თავი შეიკავოს

ნიუ-იორკის მოსამართლემ, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მანჰეტენის საოლქო პროკურორის საქმეს ზედამხედველობს, ყოფილი პრეზიდენტი გააფრთხილა, თავი შეიკავოს სოციალურ მედიაში ძალადობის წაქეზების პოტენციალის მქონე პოსტებისგან.

მოსამართლე ხუან მერჩანმა აღნიშნული გაფრთხილების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც მარტში ტრამპი საპროტესტო აქციების გამართვის მოწოდებით გამოვიდა.

ტრამპის ადვოკატმა, ტოდ ბლანშმა სასამართლოში საქმის განხილვისას განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა „მკაცრად უპასუხა“ და აღნიშნული მოთხოვნით „იმედგაცრუებული“ და „ნაწყენი“ იყო.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის სასამართლო დარბაზი ცოტა ხნის წინ დატოვა და ფლორიდაში გაემგზავრა. მას ბრალი 34 მუხლით წარედგინა, მათ შორის ბიზნესდოკუმენტაციის ფალსიფიცირებისთვის, თუმცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დანაშაულს არ აღიარებს.

დონალდ ტრამპის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 4 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები