ტრამპის საქმის პროკურორი: ჩვენ არ მოვახდენთ სერიოზული კრიმინალური ქცევის ნორმალიზებას

მანჰეტენის ოლქის პროკურორი, ელვინ ბრეგი აცხადებს, რომ საქმე ეხება დონალდ ტრამპის 34 ცრუ განცხადებას, რომელიც სხვა დანაშაულების დასაფარად არის გაკეთებული.

„ეს არის დანაშაულებრივი დანაშაული ნიუ-იორკის შტატში, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ. ჩვენ არ შეგვიძლია და არ მოვახდენთ სერიოზული კრიმინალური ქცევის ნორმალიზებას“, – აღნიშნა პროკურორმა.

მისი თქმით, ტრამპმა არაერთხელ გააკეთა ცრუ განცხადებები ნიუ-იორკის ბიზნეს ჩანაწერებზე და აიძულა სხვები ცრუ განცხადებები გაეკეთებინათ.

ბრეგი ამბობს, რომ 2017 წელს მაიკლ კოენს უხდიდა იურიდიულ მომსახურებას. ის გარკვევით ამბობს, რომ „ეს არ იყო სიმართლე“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის სასამართლო დარბაზი ცოტა ხნის წინ დატოვა და ფლორიდაში გაემგზავრა. მას ბრალი 34 მუხლით წარედგინა, მათ შორის ბიზნესდოკუმენტაციის ფალსიფიცირებისთვის, თუმცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დანაშაულს არ აღიარებს.

დონალდ ტრამპის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 4 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები