აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მანჰეტენის სასამართლო დარბაზი დატოვა და ფლორიდაში გაემგზავრა.
ტრამპს ბრალი 34 მუხლით წარედგინა, მათ შორის ბიზნესდოკუმენტაციის ფალსიფიცირებისთვის, თუმცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დანაშაულს არ აღიარებს.
ამასთან, ტრამპმა დღევანდელ პროცესზე, ოლქის პროკურორი ელვინ ბრეგი პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა.
CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მორიგი სასამართლო სხდომა 4 დეკემბერს გაიმართება.